Sliderსაზოგადოება

“ომი ახალი დამთავრებული იყო, სამხედროებს აღლუმზე გასვლა და ამ აქციების დარბევა მოსთხოვეს, რაზეც განაცხადეს უარი”

ყველაზე მძიმე ისაა, რომ გია კრიალაშვილს, რატომღაც, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად არ მოიხსენიებენ

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღეებია, ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ გიას რატომღაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად არ მოიხსენიებენ – ეს ყველაზე ძალიან მაწუხებს, – ამის შესახებ პოლკლოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

მისივე თქმით, მუხროვანის ე.წ. ამბოხი თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის დადგმული სპექტაკლი იყო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა მონაწილეობდნენ.

„ამის მიზანი იყო, რომ ჯარში შიშის სინდრომი დაემკვიდრებინათ, დაეკინინებინათ“, -აცხადებს ლია კრიალაშვილი.

მან გადაცემაში ძმის მკვლეობის დღეც გაიხსენა. „გია შემთხვევით მივიდა, უკმაყოფილება იყო რეინჯერთა ბატალიონში. ომი ახალი დამთავრებული იყო. იმართებოდა აქციები მთავრობის წინააღმდეგ და მოსთხოვეს სამხედროებს აღლუმზე გასვლა და ამ აქციების დარბევა, რაზეც სამხედროებმა განაცხადეს უარი. ახლობლები ჰყავდათ დაღუპული ომში და აღლუმის დროა არ ჰქონდათ. მით უმეტეს, ქართველ ხალხზე ხელის აწევა. ამიტომაც, როცა სიტუაცია დაიძაბა, დიდი ალბათობით გიას, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, სთხოვეს და აიყვანეს. მე თვითომ ჯარში ვმსახურიბ დღემდე და გიამ მე მარტის თვეში მითხრა, რომ მაისის თვეში დიდ პროვოკაციას აწყობენ ეს ნაძირლები და ბიჭებს უთხარი, ფრთხილად იყვნენო. მე ტელევიზით გავიგე, რომ ბიჭები მარშუტკის ტიპის მანქანაში ჩაცხრილეს და მოსაძებნად წავედი. იქ არავინ არ იყო და ერთი მანქანა იდგა, ღუდუშაურის კლინიკაში რომ მივედი, ალყა იყო შემორტყმული და სავსე იყო პოლიციის მანქანებით. მოვითხოვე კლინიკაში შესვლა და არ მიშვებდა პოლიცია. მე ვუთხარი მათ, რომ მოქალაქე ვარ, ცუდად ვარ და ექიმი მინდოდა. პირადობა მომთხოვეს და რადგან მეუღლის გვარზე ვარ, შემიშვეს. იქ ექიმებმა მითხრეს, რომ გია აქ არ არისო. თურმე ამ დროს გარდაცვლილი იყო. ჩემი ძმა ნაცემი იყო წიხლებით და პირდაპირ გულში ჰქონდა ტყვია ნასროლი. რომ გადმოუგდიათ გია უკვე გარდაცვლილი, წიხლებით შემდგარან მიცვალებულზეც. ეს ნაძირლები ყველანი იქ იყვნენ: უგულავა, მერაბიშვილი და სულ ყველა. სულ მაინტერესებს რა უნდოდა უგულავას სპეცოპერაციაზე“, – იხსენებს ლია კრიალაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close