საზოგადოება

“მერაბიშვილის თვალწინ დაგვიხვრიტეს ხელები და ფეხები” – კობა ოთანაძე

მუხროვანის ე.წ. ამბოხის სპეცოპერაციას ესწრებოდა, უგულავა, მერაბიშვილი და თითქმის, მთელი ნაციონალური პოლიტელიტა. მეტსაც გეტყვით, დაჭრილი ხომ ვიყავით და მერაბიშვილის თვალწინ განახორციელეს საკონტროლო გასროლა, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, კობა ოთანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სულ 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

„მუხროვანის ე.წ. ამბოხი დღეს კი ამბობდნენ, რომ ამბოხი იყო, მაგრამ არანაირი დანაშაული არ გვქონდა ჩადენილი და როდესაც ცეცხლი გაგვიხსნეს, გვეგონა, რომ რეზინის ტყვიებს გვესროდნენ. როდესაც დავიჭერით, უკვე სისხლი გვდიოდა მე და გია კრიალაშვილს, გია უკვე დაეცა, ძირს დაგვყარეს და ფეხებით შეგვდგნენ. დაახლოებით 300-500 კაცი იყო გარშემო. ოპერაცია დაგეგმილი ჰქონდათ უკვე, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. ამას ესწრებოდა, უგულავა, მერაბიშვილი და თითქმის, მთელი ნაციონალური პოლიტელიტა. მეტსაც გეტყვით, დაჭრილი ხომ ვიყავით და მერაბიშვილის თვალწინ განახორციელეს საკონტროლო გასროლა. ხელები და ფეხები დამიხვრიტეს და ასევე მესროლეს მკერდში. მერე აღარ მახსოვს არაფერი, ალბათ ეგონათ, რომ მკვდარი ვიყავი. მორგში მივყავდი, ბედად ექიმებიც მოვიდნენ და მათ გადაგვიყვანეს ღუდუშაურში“, – განაცხადა კობა ოთანაძემ.

მისივე თქმით, ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ აპარატიდან არ იყო მოხსნილი.

„გონს რომ მოვედი, უკვე თვალების გახელა შემეძლო ფურცელზე დაწერილი ასოები შემომიტანეს, როგორ შევძლებდი წაკითხვას. უნდა წამეკითხა, თითქოს ამბოხს ვაწყობდით, რომ მიშას გახარებოდა. ბევრი გვარი იყო ჩამოთვლილი, თუ ამას წავიკითხავდი, ალბათ მინიმუმს მომცემდნენ და სხვა ბიჭებს გაათავისუფლებდნენ. თუ არ წავიკითხავდი, მომკლავდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ძალიან მძიმედ ვიყავი და პრობლემა არ იქნებოდა. რომ არ წავიკითხე, გადმომაგდეს ძირს და გამიხსნეს ჭრილობები. ციხეში რომ შევედი, არც მეგონა თუ ასეთი ვითარება იყო, დღეში 2-3 გვამი გადიოდა, ხოცავდნენ ხალხს ცემით, უბედურებით. მიშა უნდა ჩასვან დღეს ისეთივე ციხეში, რა რეჟიმიც იყო მაშინ, ახლა მიშა ზის კურორტზე. რაღაცეებზე კი არ უნდა წაუყენო ბრალი, მან ერს, ახალგაზრდობას მოუწყო გენოციდი. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ციხეში იყო, შესაძლოა ახალგაზრდებს არა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს ეს პერიოდი. თუ ვინმე მიშას მომხრე არ იყო, ყველას კლავდნენ“, – განაცხადა კობა ოთანაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close