პოლიტიკა

“ვისაც უნდა რევოლუციის შტაბბინად გადაიცეს თბილისის მერია, ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ – ბათიაშვილი

თუ სურთ ქალაქს ჰყავდეს პატრონი, რაღაც გაკეთდეს, გალამაზდეს, ხმას მისცემს კახა კალაძეს

სააკაშვილის ჩამოსვლის სცენარში, არჩევნები მეორეხარისხოვანი ელემენტი იყო. მათ არჩევნების შემდეგ უნდა აეგორებინათ მასობრივი გამოსვლები ამის იმედი ჰქონდათ. იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა, კიდევ უფრო მეტ მუხტს შესძენდა ამას და იქნებოდა თავისებური კატალიზატორი ამ პროცესების. ამ მიზნით ჩამოვიდა, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში ისაუბრა.

„როგორ მოქალაქემ მინდა ჩემს თბილისელებს ვუთხრა, აქ ყველაფერი არის ცხადი და ნათელი. რაში სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიის ინსტიტუტი. მათ სჭირდებათ ეს მხოლოდ ერთი რამისთვის, რისთვის სააკაშვილს სჭიდებოდა საკრებულოს თავმჯდომარეობა ვარდების რევოლუციის წინ. ეს ინსტიტუტი რამის გასაკეთებლად კი არ სჭირდებათ, უნდათ რომ მერია გადააქციონ ამბოხებისა და აჯანყების შტაბბინად. ნურავის ექნება ილუზია, რომ მათი კანდიდატის მხარდაჭერით ქალაქზე ზრუნვას ირჩევენ. სააკაშვილი აქ იმისთვის კი არ ჩამოდიოდა, რომ გზები დაეგო და ავარიული სახლები გაერემონტებინა. მათ უნდათ, რომ დაუფლებოდნენ ამ ინსტიტუტს და იქ ექნებოდათ შტაბბინა. თბილისელებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ თუ სურთ ქალაქს ჰყავდეს პატრონი, რაღაც გაკეთდეს, გალამაზდეს. ხმას მისცემს კახა კალაძეს. ვისაც უნდა რევოლუციის შტაბბინად გადაიცეს მერია, ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close