საზოგადოება

ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ინფორმაციისთვის, ხვალ 9 მაისს საქართველოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნება. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკში აღინიშნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close