სამართალი

“დაგმდუღრავ, რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?” – “კურიერმა” დიდუბეში, მე-8 სართულიდან გადამხტარი 26 წლის გოგოს აუდიო ჩანაწერები მოიპოვა

თბილისში, დიდუბეში ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა გარდაიცვალა.

ყაზახეთის მედიის ცნობით, 26 წლის გოგო საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. როგორც მისი ბიძაშვილი ყვება, ასელმა მას ბოლოს აუდიო შეტყობინება ხუთ მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

საქართველოს პროკურატურამ  გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩანაწერში მამაკაცი, სახელად ბესო, ქალს ემუქრება და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მოუწოდებს, რომ ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

დაგმდუღრავ…  რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?”- მიმართავს მამაკაცი ქალს.

ასევე “კურიერმა” მოიპოვა ტელეგრამის ჩანაწერი სადაც გოგო ამბობს, რომ ის მუქარის მსხვერპლია და სიცოცხლე აღარ შეუძლია.

როგორც ცნობილია, ასელ აიპაევა საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა სამუშაოდ ნათესავის მოწვევით. ​

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close