Sliderსხვადასხვა

ოქროს მარგალიტი – ვინ და როგორ აღმოაჩინა უიშვიათესი ძვირფასი ქვა?

მარგალიტი  ბუნების მრავალრიცხოვან საოცრებათა შორის ერთ-ერთია, რომელიც თავისი უნიკალურობითა და სისადავით გამოირჩევა. ის დაახლოებით, 4000 წლის წინ შიმშილისგან შეწუხებულმა ჩინელმა მეთევზემ აღმოაჩინა, რომელმაც გადაწყვიტა ხამანწკებისთვის გემო გაესინჯა.

მარგალიტი იგივე ნივთიერებებისგან შედგება, რომლითაც ხამანწკების შიდა ზედაპირია დაფარული. როდესაც ნიჟარის შიგნით უცხო სხეული, მაგალითად ქვიშს ნამცეცი ხვდება, ხამანწკა მას დაუყოვნებლივ სადაფის თხელი ფენით ფარავს და ეს პროცესი მანამდე გრძელდება, სანამ ქვიშის ნამცეცი იდეალური ფორმის მარგალიტად არ გადაიქცევა.

მსოფლიოში არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, შავი და ყვითელი მარგალიტი, თუმცა ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ ფალავანზე ცხოვრობს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც უიშვიათესი ოქროს მარგალიტის წარმოების საიდუმლო აღმოაჩინა. მის საწარმოებლად თითოეულ ხამანწკას 5 წელი სჭირდება. ამასთან, მართალიტის წარმოება შეიძლება უმცირესმა გატოკებამაც კი გაანადგუროს.

ოქროს მარგალიტის ფერმა მანილადან 500 კმ. მდებარეობს და დიდი ქალაქის გამიონაბოლქვისგან კარგად დაცულია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხამანწკები გარედან, ნეგატიური გავლენისგან დაიცვან.

ინკუბატორში 2 წლიანი დაყოვნების  შემდეგ,  ზღვაში გადატანამდე თითოეულ ხამანწკაში პატარა ბირთვი თავსდება, რომლის გარშემოც  მარგალიტი ყალიბდება. ზღვაში მოთავსების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, მყვინთავებს ზღვიდან  გალიები პერიოდულად ამოაქვთ და ხამანწკებს მეორე მხარეს აბრუნებენ, რომ მარგალიტი აბსოლუტურად მრგვალი გამოვიდეს.  იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი რიგზეა, პერიოდულად, ხამანწკებს  რენტგენოგრაფია უტარდებათ.

მარგალიტის კულტივირების პროცესის ყველაზე რთული ნაწილი ხამანწკას სახელად, Pinctada Maxima oysters გამოყვანაა. ბიოლოგები ამის გაკეთებას 15 წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. ამჟამად ჟაკის კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ოქროს მარგალიტის წარმოების საიდუმლოებას ფლობს.

„მოსავალის აღების“ დროს ერთ კვირაში ათასობით მარგალიტს აგროვებენ. თითოეულის ფასი 500 ევროდან იწყება, მაგრამ უმაღლესი კლასის მარგალიტი გაცილებით ძვირია.

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close