მსოფლიო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსაჯს სახეში ბურთი გაარტყა და დიდი სლემის ტურნირიდან მოხსნეს (ვიდეო)

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე დისკვალიფიკაცია მიიღო და ტურნირს ვეღარ გააგრძელებს.

ჯოკოვიჩი ჩემპიონატიდან ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან მერვედფინალისას ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო მოხსნეს. ინციდენტი პირველი სეტის მე-11 გეიმის შემდეგ მოხდა, როცა ჯოკოვიჩმა საკუთარი მოწოდება წააგო და 5:6 ჩამორჩა.

ნოვაკი 10 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა სუპერვაიზერს იმის ასახსნელად, რომ ბურთი მსაჯის მიმართულებით შემთხვევით გაუშვა.

კარენო ბუსტა მეოთხედფინალში კანადელ დენის შაპოვალოვსა და ბელგიელ დავიდ შოფენს შორის მოგებულს შეხვდება.

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close