სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები განცხადებას ავრცელებენ

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2021 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ, მხარეებს განუცხადა: ,, ნუ განახორციელებთ პარალელურ მართლმსაჯულებას სხდომის მიღმა, ამით, უპირველესყოვლისა, ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. მინდა ეს მოწოდება, განცხადება გაითვალისწინოთ მომავალში ორივე მხარემ”. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები ვითვალისწინებთ რა მოსამართლის განცხადებას, პოზიციებს დავაფიქსირებთ მხოლოდ სასამართლო დარბაზში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საზოგადოება საკმარისად ფლობს ინფორმაციას საქმის ირგვლივ. ვფიქრობთ, რომ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელება და ზედმეტი ჩართულობა დააზიანებს არასრულწლოვანი ლუკა ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესებს.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close