სამართალი

ნელი დოროყაშვილის მორიგი სარჩელი – რას მოითხოვს ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილისგან?

“რუსთავი2-თვის” ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, სასარჩელო მოთხოვნაში აღწერილი პუნქტები. საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურეობას და სხვ. ასე მაგალითად:

სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი

დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი

ძიძის თანხა – 1000 ლარი

გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი

სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში და ა.შ)

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

„პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე“, – ამბობს იამზე მარიამიძე.

No description available.

ვრცლად ნახეთ – რუსთავი2-ზე

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close