მსოფლიო

ნაადრევია თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა – ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close