საზოგადოება

ნევროლოგიური დარღვევები ისევ აქვს – ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება.

კომისიის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიურ პრობლემებზე და სათანადო მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ იმ პირობებში, რაც რუსთავის ციხეშია, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

“ჯანმრთელობის ბარათი ისევ იქნება ცალკე, რომელიც საჯარო არ იქნება. ძირითადად იქნება ყურადღება გამახვილებული იმ რეკომენდაციებზე, რომელიც სამწუხაროდ, არ შესრულდა. მას აქვს ისევ ნევროლოგიური დარღვევები, რომელიც ჰქონდა ბოლოს გორში რომ ვნახეთ, დიდი ცვლილებები არ არის. ოდნავ გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობა, მაგრამ ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია არ მომხდარა. მე მგონია, რომ იმ პირობებში, რომელშიც ის იმყოფება, მეტი გაუმჯობესება მის ჯანმრთელობას არ ექნება” – განაცხადა ექიმმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close