მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი გარდაიცვალა

ინდოეთის შტატ მიზორამის დასახლება ბაკტვანგში მცხოვრები ზიონა ჩანა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსად აღიარეს, გარდაიცვალა. 76 წლის ზიონა ჩანა რელიგიური სექტის ლიდერი იყო, რომელიც პოლიგამიას ემხრობოდა. მას 38 ცოლი, 89 შვილი და 36 შვილიშვილი ჰყავდა. არსებული ცნობებით, ჩანას დიაბეტი და ჰიპერტენზია აწუხებდა. კაცი საკუთარ სახლში იყო, როცა ცუდად გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჩანას ოჯახში პრაქტიკულად, სამხედრო დისციპლინა მოქმედებს: უფროსი ცოლები ყველა საშინაო საქმეს აკეთებენ _ ალაგებენ, რეცხავენ და საჭმელს ამზადებენ. ყოველდღიურად სადილის მოსამზადებლად ქალებს 30 ქათმის დაკვლა, 60 კილოგრამი კარტოფილის დათლა და დაახლოებით 100 კილოგრამი ბრინჯის ხარშვა უწევთ.

ზიონა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიქრობდა, რომ თითოეული ცოლი “ზეცის საჩუქარია” და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მსოფლიოში ყველაზე მრავალცრიცხოვანი ოჯახის უფროსობას.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close