მსოფლიო

მოსკოვში სიტუაცია რთულია. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, ორშაბათი უქმე დღედ ცხადდება – მოსკოვის მერი

მოსკოვში სიტუაცია რთულია – მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

„ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს – სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლისით. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ცალკეულ კვარტლებში და ცალკეულ გზებზე მოძრაობის გადაკეტვაა შესაძლებელი“, – წერს სობიანინი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close