Sliderპოლიტიკა

იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ მოიწვიოს უშიშროების საბჭო – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე დაპირისპირებისა ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგგას სასაზღვრო კონტროლის მხრივ და მოიწვიოს უშიშროების საბჭო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჰქონდა კომუნიკაციის მცდელობა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა ეს კომუნიკაცია ვერ შედგა და ამ დრომდე უცნობია, თუ რას აპირებს საქართველოს სახელმწიფო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

“ერთია სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, სიებზე, რომელსაც აკონტროლებენ ჩვენი პარტნიორები. არ უნდა შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რამეთუ, საზოგადოებამ დროულად და დეტალურად მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება”– განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close