პოლიტიკა

“მოვახდინოთ ქართველი გენერლების რევიზია” – ელისაშვილი გენერლების სიის გადახედვის ინიციატივით გამოდის

დარჩნენ ისეთი გენერლები, რომელსაც მთელი ერი პატივს სცემს და არა ისეთი თახსირი ხალხი, როგორიცაა კიტოვანი, გიორგაძე

„რაც უკრაინაში ძალიან მშურდა, ზელენსკის გარდა, ხელის გულზე სატარებლები არიან ახალი თაობის ოფიცრები. „აზოვის“ პოლკის თავგანწირვა მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ყველა ნორმალური ადამიანი გულშემატკივრობს მათ და მინდა, რომ ეს საოცარი, რკინისგან გამოჭედილი მეომრები გადარჩნენ, თავი დააღწიონ იმ ალყას. და ასევე, ხელისგულზე სატარებლები არიან და ზელენსკიზე არანაკლებ პოპულარულია გენერალი ზალუჟნი. მთელი გულით მშურდა, რომ უმაღლესი რანგის ოფიცრებს და გენერლებს ასეთ პატივს სცემენ უკრაინაში. მეც მინდა, რომ ჩვენთან გენერლებს სცემდნენ პატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ობიექტური მიზეზი სჭირდება. ჩვენთან გენერლის სახელი არის ასოცირებული იმასთან, რომ ან შენობას ბომბავდი, ან საკუთარ ქვეყანას ძარცვავდი სამეგრელოში, ხალხს აწიოკებდი, ომს იწყებდი და თავს ვერ ართმევდი. ძირითადად, გენერლები ჩვენთან ასოცირებულები არიან ამ ქვეყნის დამაქცევრებთან. შესაბამისად, სულ ვფიქრობდი და ლოგიკურიცაა, როგორ შეიძლება პატივს სცემდე გენერალ კიტოვანს, ქვეყნის ამომგდებს და დამაქცევარს, რუსთაველი რომ გადაწვა, აფხაზეთში რომ ომი დაიწყო და შემდეგი ერთი დღეც რომ არ ყოფილა იქ, რუს გენერლებთან დროსტარებაში რომ ატარებდა მთელი ომის პერიოდს, მერე დაკრა ფეხი და მფარველ რუსებთან წავიდა. მე მაქვს სურვილი და მინდა ეს ინიციატივადაც ვაქციოთ, რომ მოვახდინოთ ქართველი გენერლების რევიზია. იგორ გიორგაძე როგორ შეიძლება ატარებდეს ქართველი გენერლის მუნდირს ან თენგიზ კიტოვანი?! ეს სამარცხვინო და მოღალატეები. მინდა, რომ გადავხედოთ ქართველი უმაღლესი რანგის ოფიცრების, გენერლების სიას და მოვახდინოთ რევიზია. დარჩნენ ისეთი გენერლები, რომელსაც მთელი ერი პატივს სცემს და არა ისეთი თახსირი ხალხი, რომელიც უკვე ვახსენეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close