პოლიტიკა

ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი კაპიტალი, ფინანსური შემოსავლებისა და ფულის დაზღვევა აინტერესებს – ხატია დეკანოიძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Green Vals Trust-ში ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

როგორც ჩანს, თავად ბიძინა ივანიშვილი განწყობა არის ანტიამერიკული, ანტიდასავლური და პირადად მისი პოზიციაა, რომ ყველა, ვინც უკრაინის მხარდამჭერია, ივანიშვილისთვის ცუდი სურს, – აღნიშნული განაცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იზიარებს ყველა, მათ შორის ირაკლი კობახიძეც. ივანიშვილი არ გამოდის საჯაროდ, არ აინტერესებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები – არც უსაფრთხოება, არც კოვიდი, არც შიმშილი, არც ინფლაცია, არც ეკონომიკა – მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი, ფინანსური შემოსავლებისა და ფულის დაზღვევა აინტერესებს. როდესაც შეიცარიული ბანკი მას რისკ ჯგუფში მიიჩნევს, რისთვისაც მას აქტივები გაუყინეს, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმის, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს უყურებს სერიოზულად და საეჭვო ჭრილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Green Vals Trust-ში ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close