საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კვლევების ჩასატარებლად “ვივა მედში” გადავიდეს, თუმცა… – კობა ნაყოფია

მას შესთავაზეს, რომ ვივა მედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როცა მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს. ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ მომდევნო დღეებში კვლევების ჩასატარებლად “ვივა მედში” გადავიდეს. მისი თქმით, ეს მზაობა მან შესაბამის პერსონალს დაუდასტურა.

“მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია, მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით, ანუ მას შესთავაზეს, რომ ვივა მედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როცა მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს. […] ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close