საზოგადოება

“მზად ვართ, სააკაშვილმა ჩააბაროს ნარკოტესტი, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი, თავადაც ჩააბაროს” – სააკაშვილის ადვოკატი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მზად არიან რომ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი ნარკოტესტი ჩაიტაროს. მან ასევე, შესთავაზა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავადაც ჩააბაროს ნარკოტესტი.

“მინდა, მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს და დარწმუნებული ვარ, არც არავინ არ აჰყვება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება, მთელი წლების მანძილზე და ბოლო პერიოდში, დაკავებამდე, ჩვენ მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე. ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ, აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტესტზე ტესტი, ნებისმიერ ნარკოტიკზე, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკი, ამისთვის მზად ვართ. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი, მან კანცელარიაში, მისთვის სასურველი მედიების თანდასწრებით თუნდაც, ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, — განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close