საზოგადოება

ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, არის ფსკერი — ხოშტარია

ელენე ხოშტარიას შეფასებით, ის, რასაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს, არის ფსკერი და “ვითომ ძალის დემონსტრირება”.

მისივე თქმით, პრემიერი თავს იმცირებს.

“ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით, ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება. მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად”, — წერს ხოშტარია Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close