პოლიტიკა

“სააკაშვილის დაკავების კადრებში შეიძლება ადამიანმა გააკეთოს შეფასება”

ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც ამაზე პირდაპირ საუბრობდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ნარკოტესტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს ამისთვის ვენაში “არც არავინ გაუშვებს”.

“დაგვამადლა აქეთ, რომ ვენაში არ გაიკეთებსო და არც არავინ გაუშვებს. მაგალითად, კადრები, რომელიც ნახეთ, დაკავების კადრები, იქ შეიძლება ადამიანმა გააკეთოს შეფასება”, — განაცხადა სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილის დაკავების კადრების ნახვის დროს მსგავსი შთაბეჭდილება დარჩა.

“მე არ მგონია, რომ პრემიერმინისტრი ერთადერთია, რომელსაც ეს შთაბეჭდილება შეექმნა, თუნდაც იმ კადრების ნახვის დროს, რომელიც დაკავებას უკავშირდება. მე ასე მგონია და მგონია, რომ მართალი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც ამაზე პირდაპირ საუბრობდა”, — აცხადებს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზად არიან, სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი ნარკოტესტი ჩაიტაროს. მან ასევე, შესთავაზა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავადაც ჩააბაროს ნარკოტესტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close