პოლიტიკა

მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს განათლების სამინისტროს საქმეა – კახა კალაძე

მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს განათლების სამინისტროს საქმეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას დაპირებებზე, რომლებიც პენსიონერებისთვის 100 ლარის დარიცხვას და სკოლებში უფასო კვებას გულისხმობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, უამრავი მიმართულებით არის შესაძლებელი, რომ მუნიციპალიტეტების საკეთილდღეოდ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ არა ტყუილი დაპირებებით.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა მაგალითად, ტყუილი დაპირებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close