პოლიტიკა

თბილისელების მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეორე ტურის მნიშვნელობას.

„მეორე ტურისთვის აქტიური კამპანია უკვე დავიწყეთ, დიდი შემართებით და მოტივაციით ვართ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე გულისტკივილი გამოხატა ე.წ. კრიტიკული მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებულ არაერთ ცილისწამებაზე. „მედიასთან კომუნიკაცია არასდროს გამიწყვეტია, იმის მიუხედავად, რომ შეურაცხყოფებით იყავით დაკავებული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. თუ გული შეგტკივათ ამ ყველაფერზე, რატომ არ გამოხვედით და რატომ არ გააპროტესტეთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close