საზოგადოება

მამულაშვილი: მესმის, რომ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, ამასაც იგნორირებას გაუკეთებს, როგორც ნებისმიერ ინიციატივას

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სააკაშვილს თავდებში უდგებიან

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ თავდებობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.

“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს პარტიის წარმომადგენელს აქვს ის განცდა, რომ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ამიტომ თავდებაც ერთ-ერთი საშუალებაა, მე მესმის, რომ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, ამასაც იგნორირებას გაუკეთებს, როგორც ნებისმიერ ინიციატივას,” – აცხადებს მამულაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close