საზოგადოება

აბა, გაბედე და ბერძენს ბერძნულად არ დაელაპარაკო და გერმანელს გერმანულად… იპოვი წესიერ სამუშაოს? ვერ იპოვი! – ლევან ცალუღელაშვილი

პირადად მე სკოლაშიც გერმანული ვისწავლე, უნივერსიტეტშიც სახელმწიფო გამოცდა, მერე გოეთეს ინსტიტუტის საშუალო დონის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და სერტიფიკატიც მივიღე, მაგრამ გერმანიაში იცით რა მითხრეს?! გერმანული არ იციო... ისე უნდა ლაპარაკობდე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, აქ დაბადებულებიო. აი, ამ დონეზე მომთხოვეს... ჩვენთან კი რა ხდება, საქართველოში ხალხი ისე დაბერდა, ქართული განა ვერ, არ(!) ისწავლეს. განზრახ არ ისწავლეს. რაში სჭირდებოდათ... სსრკ ვიყავით, ისედაც. აი, მე კი დისციპლინური დევნა დამიწყეს იმის გამო რომ როგორ გაბედე და მოქალაქეს რუსულ ენაზე არ მოემსახურეო. დღეს რუსული, ხვალ არაბულს მოგვთხოვს ვიღაც, ინგლისურზე აღარაფერს ვამბობ... სადღაა ჩვენი იდენტობა, მითხარით... რა საქართველო, რა ქართველი...

“მესამე მსოფლიო ომმა, ფაქტობრივად, მოგვისწრო. ურთულესი დრო გვიდგას. ბევრი გვაქვს საფიქრალი და მოსაფიქრებელი. მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს რომ “გაუმკლავდე”, ჯერ შენი შინაგანი წესრიგი უნდა გქონდეს საათივით აწყობილი. რომ შემოდის ის უცხოტომელი და შენ დოლ-გარმონს და ხინკალს ახვედრებ და “სიგნალს” უგზავნი, ჩვენ მხოლოდ ქეიფის, ცეკვა-სიმღერის და დროსტარების ქვეყანა ვართო, აი, მანდ გაქვს პრობლემა. იმ ვიღაცას, წასვლა აღარ უნდა არსად… სადღა წავა, იაფად კარგი სვა, კარგი ჭამა, იცეკვა… არც ერთი ევროპის განვითარებული ქვეყანა ასე ხელგაშლილად არ ხვდება უცხოელს. აბა, გაბედე და ბერძენს ბერძნულად არ დაელაპარაკო და გერმანელს გერმანულად… იპოვი წესიერ სამუშაოს? ვერ იპოვი… ერთი დღე “მოგიხდენენ”, მეორე და მესამე დღეს გეტყვიან, Hallo… ავოიეე… ხომ არ გავიწყდება, სად ხარ?! ამ სიტყვებს “ჰაერზე” არ ვწერ. პირადად მე სკოლაშიც გერმანული ვისწავლე, უნივერსიტეტშიც სახელმწიფო გამოცდა, მერე გოეთეს ინსტიტუტის საშუალო დონის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და სერტიფიკატიც მივიღე, მაგრამ გერმანიაში იცით რა მითხრეს?! გერმანული არ იციო… ისე უნდა ლაპარაკობდე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, აქ დაბადებულებიო. აი, ამ დონეზე მომთხოვეს… ჩვენთან კი რა ხდება, საქართველოში ხალხი ისე დაბერდა, ქართული განა ვერ, არ(!) ისწავლეს. განზრახ არ ისწავლეს. რაში სჭირდებოდათ… სსრკ ვიყავით, ისედაც. აი, მე კი დისციპლინური დევნა დამიწყეს იმის გამო რომ როგორ გაბედე და მოქალაქეს რუსულ ენაზე არ მოემსახურეო. დღეს რუსული, ხვალ არაბულს მოგვთხოვს ვიღაც, ინგლისურზე აღარაფერს ვამბობ… სადღაა ჩვენი იდენტობა, მითხარით… რა საქართველო, რა ქართველი… ისეთი აგრესია მიჩნდება, შემომხედავს ვიღაც ხეპრე, ვითომ ევროპელი და თურქი ხარო? მეტყვის… თავად თურქი თუ არის, კიდევ აქეთ შარზეა, გინდა თუ არა თურქი ხარ და მალავო… რას ეღირსნენ თურქები ევროპაში… გერმანიაში წავიდნენ, გერმანული წესრიგი მიიღეს, სადაც წავიდნენ, იქაური ქუდი დაიხურეს. განა ქუდის დახურვაა ცუდი, მაგრამ საკუთარი ქუდი როცა არ გაქვს, სხვისას ადვილად ირგებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ ის გერმანია “თავის სიმაღლეზე” დახვდა, როგორც მე მომთხოვეს, ისე მათაც მოსთხოვეს და გააგერმანელეს კიდეც, გააფრანგეს კიდეც და ა.შ. ჩვენ კი რუსეთი გვეჯავრება, მაგრამ სადღაც რუსული გავლენით შეძენილ მენტალიტეტს ვერ ვთმობთ… მე რომ იმის მტკიცება დამჭირდება რომ მუსულმანი არა ვარ, ხომ წარმოგიდგენიათ… ამ ყველაფერს რატომ ვწერ… გული რომ მტკივა იმიტომ ვწერ… ჩვენი ეროვნული იდენტობა და ჩვენი მიწა ძვირად უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ… ერთმანეთს პატივი ვცეთ და არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი ჩვენი აზრების გამო და დღედაღამ ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ თუნდაც იმის გამო რომ წინაპრების საფლავები გაგვაჩნია. წითელი კვერცხის გასაგორებელი მიწა… ევროპა ევროპას გავიძახით და რა ევროპა, წარმოდგენაც არ მინდა… მიცვალებულებს წვავენ… მიწა ძვირია და დაკრძალვა ძვირი ჯდებაო. ეს რა საშინელებაა და ამ ფონზე რა ფუფუნებაა ჩვენებური თუნდაც ის დაკრძალვა პატივით, ადამიანურად… გავუფრთხილდეთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს იდენტობას, სანამ ვიღაცა მართლა თურქისგან და არაბისგან ვერ განგვასხვავებს. ჩვენ არა ვართ ასი პროცენტით ევროპა და არც აზია ვართ ასი პროცენტით. ჩვენ რაღაც განსაკუთრებული სინთეზი ვართ. ევროპისგანაც და აზიისგანაც საუკეთესო უნდა ავიღოთ მხოლოდ. ჩვენი ღირებულებები არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, ის სხვაც “ჩვენს ჭკუაზე” უნდა გადმოვიყვანოთ და არა პირიქით. არ გვაქვს ჩვენ დღეს ეს წესრიგი, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მაგრამ ამ წესრიგის შექმნა თითოეული ჩვენგანის მენტალიტეტიდან იწყება. არასდროს დამავიწყდება, ერთი გერმანელი სულ ფანჯრიდან მითვალთვალებდა, სწორად დავახარისხებდი და ყუთებში გავანაწილებდი თუ არა ნაგავს. არ ვიზამდი და “ჩამიშვებდა”, სადღაც დარეკავდა, კანონი დაარღვიაო, ეტყოდა. გინდა ჩამშვები უწოდე, რაც გინდა დაარქვი, ასეთია მათი მენტალიტეტი. მათ ასე სწამთ და ესმით და შენც ასე გაიძულებენ ქცევას და აზროვნებას. მოკლედ, არ ვიცი, რამდენად ჩამოვაყალიბე სათქმელი, მაგრამ რატომღაც მინდოდა რომ თქვენთან ერთად მეფიქრა. წერს ლევან ცალუღელაშვილი სოცქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close