Sliderსაზოგადოება

ლუსტრაცია ქართულად თუ პოლიტიკური კორონა?

ვინმეს, ამ პარტიებიდან გახსენებიათ კანონი ''ლუსტრაციის" შესახებ!?

“თქვენ ფიქრობთ: ნატოზე, მაპზე,ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე და….რაზე ოცნების ხელისუფლებიდან-ოპოზიციურ კოალიციამდე!?
ცესკომ, 2020-ს საპარლამენტო არჩევნებში 66 (რა, სასაცილოა!-ი.კ.) პარტია დაარეგისტრირა. ვინმეს, ამ პარტიების პროგრამებიდან, გახსენებიათ, კანონი ”ლუსტრაციის ”შესახებ!?
ა რ ა!
დიახ- დაგვიანებულია!
პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, ლუსტრაციის პროცესი, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. დღეს, ეს ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან.
ლუსტრაციის კანონის საპირწონეთ, დღეს, სსიპ- თავისუფლების ქარტია – ფუნქციონირებსო…ნაცარს შემომაყრიან ოპონენტები და ”რიხიანად” დააყოლებენ: საქართველოს უშიშროების(თუ საშიშროების -ი.კ.) კომიტეტის არქივებიდან ”მსუყე”მასალები სმოლენსკში გაიტანეს, რომელიც უზრუნველყოფდა ლუსტრაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვასო… ხოდა, მოსკოვის მიერ შესაბამისი აგენტურული მასალების ჩვენი ქვეყნიდან გატანამ, ძალზე მწირი საშუალება დაგვიტოვა იმისთვის, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი სრულყოფილად ”ამოვქოქოთო”!?
ვაშა!
ნაცარი – მოქმედებაშია!
ა ნ უ ,
”პ ო ზ ი ც ი ა-ო პ ო ზ ი ც ი ა”! იმ, ტოტებს ხომ არ აჩეხავთ, რომელ ტოტებზეც თქვენი მამა-პაპანი ისხდნენ ”ტროიკის” მეთოდით… და ტოტალური ჩაშვებით, ანადგურებდნენ: ეროვნულ სულს, უდანაშაულო ოჯახებსა თუ ღვაწლმოსილ ინტელიგენციას.
თქვენ, კი, ”ფესვებმა” ანუ, ”შვილმა აჯობა მამასა”…პრინციპით: თვალთვალი, მიყურადება, ფარული მოსმენა-გადაღება,დასმენა, აგენტურული ქსელის ჩანერგვა-დასაქმება და ათასი სიბინძურე, უკანონოთ – დ ა ა კ ა ნ ო ნ ე თ?!
ა პ რ ი ო რ ი:
საქართველოში, ყველა ეპოქის დანაშაულებრივი რეჟიმი ”უდანაშაულოა” და გასამართლებას არ ექვემდებარება?!
გ ი ხ ა რ ო დ ე ნ (?)” – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი იამზე კიკნაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close