სხვადასხვა

დადგინდა, რომ კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალება „მზის ვიტამინია“

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, მისი მიღება კორონავირუსით ინფიცირებისგან ეფექტურად იცავს. მეცნიერების განმარტებით, კვლევებმა დაადასტურეს, რომ კოვიდინფიცირებული მედიკოსების უმეტესობას D ვიტამინის დეფიციტი დაუდგინდათ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა SARS-CoV-2 ანტისეხეულებისა და D ვიტამინის შემცველობაზე 392 მედიკოსის სისხლის ნიმუში შეისწავლეს და აქედან 55%-ში კორონავირუსის ანტისხეულები, ხოლო 61%-ში D ვიტამინის დეფიციტი აღმოჩნდა. ამასთან ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებს აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სახსრების ტკივილი და ა.შ. კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ D  ვიტამინის დეფიციტი ადამიანს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

უფრო ადრე ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს ძლიერი კავშირი D ვიტამინის ნაკლებობასა და ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის.  კვლევის შედეგების თანახმად, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მსგავს ქვეყნებში, სადაც კოვიდ -19-ით დაღუპვის დონე მაღალია, პაციენტებს ჰქონდათ უფრო დაბალი D ვიტამინის დონე, ვიდრე პაციენტებს იმ ქვეყნებში, სადაც სიკვდილიანობა დაბალი იყო.

Scientists Warn Against High Doses of Vitamin D Supplementation for  Preventing or Treating COVID-19

ცნობისთვის, D ვიტამინის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ადვილად ვცივდებით და გვხვდება ვირუსები. ვიტამინი D

  • გვიმაგრებს ძვლებს;
  • ამცირებს დიაბეტის რისკს;
  • ამცირებს გაციების რისკს;
  • ხელს უწყობს ჯანსაღ ორსულობას;
  • გვეხმარება კიბოს პრევენციაში.

D ვიტამინს სხვანაირად მზის ვიტამინსაც უწოდებენ, რადგანაც მისი სხივები გარდაქმნიან პროვიტამინს ვიტამინად. თუმცა, როდესაც ამინდი არ გვაძლევს ამის საშუალებას, დანაკლისი შეგვიძლია ავინაზღაუროთ საკვების მეშვეობით.

D ვიტამინს შეიცავს: კვერცხის გული, ყველი, თევზის ქონი, საქონლის ღვიძლი და ისეთი ცხიმიანი თევზები, როგორებიცაა: თინუსი, ორაგული, სარდინია, ქაშაყი და სკუმბრია.

Vitamin D: Simple ways to boost Vitamin D dose: Sit near the window,  include milk and cheese in diet - The Economic Times

 

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close