საზოგადოება

ელენე ახვლედიანის შვილიშვილს და მის ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალი, მხატვარი და მოქანდაკე ერეკლე(იკა) ახვლედიანი მეუღლესთან და 4 წლის, 8 წლის და 10 წლის შვილთან ერთად შესაძლოა რამდენიმე დღეში ქუჩაში აღმოჩნდეს.

ახვლედიანების ოჯახის 14 წლის წინ დაწყებული პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა.

მიუხედავ იმისა, რომ ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ, (1975წელს) მისმა ძმამ გიორგი ახვლედიანმა და დიმიტრი ახვლედიანმა (ერეკლეს მამა) თბილისში, ქიაჩელის ქუჩა №12-ში ელენე ახვლედიანის კუთვნილი სახლი, ელენე ახვლედიანის ნამუშევრებით, ასევე უნიკალური კოლექციით, სხვა მხატვრების 3 600 ნამუშევრით, მათ შორის პაბლო პიკასოსი, სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს ელენე ახვლედინის სახლ-მუზეუმად სახელმწიფოს,რაც საკმაოდ ძვირადღორებული ქონებაა და თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ვერც სახელმწიფომ და ვერცერთმა ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ამ დრომდე არ ისურვა დახმარებოდა ელენე ახვლედიანის შვილიშვილს, რომელსაც მევახშის გამო ბანკმა ბინა გაუყიდა და  წლებია სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ფაქტობრივად “ქუჩა- ქუჩა” დადის და დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია.

„აიპრესთან” ერეკლე ახვლედიანი მეუღლე ქეთევან ახვლედიანი აცხადებს:

“14 წლის წინ ჩვენთა მოვიდა ახლობელი და გვითხრეს, რომ მათი ოჯახის წევრი გახდა ცუდად და სახლი გადამეფორმებინა მათ სახელზე, რადგან ოპერაცია იყო საჭირო. როცა ადამიანის სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული, თავისთავად დავთანხმდით. მერე მოხდა ისე რომ თანხა ვერ გადაიხადეს და ეს სახლი დაიკარგა. შემდეგ მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდით ქუჩაში. ქირა და ქირა…. აი ეხლაც კი ქუჩაში ვართ და მეპატრონემ გვითხრა ვყიდიო და 5 დღეში უნდა დავცალოთ და დავრჩებით ქუჩაში.
თავიდან, როცა პრობლემა დაიწყო სახელმწიფოს დახმარებისთვის მივმართეთ, სახლი რომელიც ბანკში იყო ჩადებული, დაგვხმარებოდა ჩვენით გამოგვესყიდა, მაგრამ არანაირი რეაგირება.
ბოლო პერიოდში კი ამდენი უარის შემდეგ არავისთვის მიმიმართავს. სოციალურ სამსახურში ვიყავი და 3 ბავშვზე 90 ლარი დამინიშნეს დახმარება. მეტი არავისთან მივსულვარ. ბოლოს, პანდემია რომ დაიწო თბილისის მერიაში მივედი განცხადების დასაწერად და მითხრეს ჩვენ არ გვეხებაო და წამოვედი.”- განაცხადა ქეთევან ახვლედიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close