რეგიონები

ლენტეხში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ჩაკეტილი საავტომობილო გზა გაიხსნა

სტიქიამ დააზარალა ლენტეხიც, თუმცა ჩამოწოლილი მეწყრის გამო ჩაკეტილი საავტომობილო გზა სოფელ ბაბილთან უკვე გახსნილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დაღვარცოფული გამონატანების გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტიწამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უხვმა ნალექმა განსაკუთრებული ზიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემს მიაყენა, სადაც  დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და ერთ-ერთი უბანი გარე სამყაროს მოწყვიტა. შკედში კი ცენტრალური ხიდის ბურჯები დაზიანდა და  მისი ჩანგრევის საშიშროება არსებობს.  დატბორილია სახლები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close