Sliderსაზოგადოება

ამ განცხადების მერე პოლიტიკოსმა პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს – გიორგი თავდგირიძე რიჟვაძისეულ “შეფასებას” – ლაჩრულად წაგებული ომი, გამოეხმაურა

თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
“ლაჩრულად წაგებული ომი”- როცა გგონია რომ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ და სინამდვილეში ამ ომში ქვეყნისთვის თავდადებულ გმირების ხსოვნას აყენებ შეურაცხყოფას. ამ განცხადების მერე პოლიტიკოსმა პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს.
ამ პოლიტიკოსმა არა მარტო დაღუპულები შეურაცხყო, არამედ მოქმედ ჯარისკაცებს, რიგითებს და ოფიცრებს მიაყენა შეურაცხყოფა. იმედია თავდაცვის სამინისტრო სათანადო პასუხს გაცემს და დაიცავს სამხედროების ღირსებას.
შეგახსენებთ:

15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს.

„ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში თავისუფლად შემოყვანაზე, რომლებსაც პირდაპირ აქვთ მონაწილეობა მიღებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომში, სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ღირსება ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ, ხვალ ქუჩაში რომ შეგვხვდეს ადამიანი, რომელზეც ზუსტად გვაქვს ინფორმაცია, რომ ის რაღაც ფორმით ჩართული იყო თუნდაც 2008 წლის ომში, რას გააკეთებს ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი?

აქამდე შეიძლება საქმე მივიდეს, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და დროულად არ შეწყვეტს იმ ხალხის ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შემოშვებას, ვისაც ხელი აქვთ გასვრილი ქართველთა სისხლში“- განაცხადა დეპუტატმა გიორგი კირთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

პასუხად თორნიკე რიჟვაძემ  რუსეთის მოქალაქეების მატება ბათუმში დაადასტურა:

„დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის ამ კომენტარს უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, ელგუჯა ბაგრატიონი გამოეხმაურა და მას უთხრა, რომ ამ სიტყვებით ის შეურაცხყოფას აყენებს აგვისტოს ომის გმირებს.

„ლაჩრულად იქცევით თქვენ. რა შეურაცხყოფას აყენებთ გმირებს? ესე იგი 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? მთელი გუნდი ხართ ლაჩრები, ლაჩარი მოიკითხეთ თქვენი ბორიკნა [ბიძინა ივანიშვილი].

ლავროვის ქალიშვილს ლამის სანთლებით ედექით, კადიროველები ათარეშეთ და  გმირებზე ლაჩრების ძახილის უფლებას არავის მივცემთ“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს.

თორნიკე რიჟვაძემ ბაგრატიონთან პოლემიკა ამის შემდეგაც გააგრძელა და ენმ-ს წევრებს მიშათმავლები უწოდა.

„თქვენს გაქცეულ მხედართმთავარზე იყო აქ საუბარი. მიშათმავლები ხართ, მაგრამ სიტყვა უნდა დამასრულებინოთ“ – უთხრა მან ელგუჯა ბაგრატიონს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close