მსოფლიო

“კურსკის” დაღუპვის ოფიციალური ინფორმაციის ვერსია დაიმსხვრა

ატომურმა წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ კატასტროფა ნატო-ს წყალქვეშა ნავთან შეჯახების შედეგად განიცადა - პოპოვი

ატომურმა წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ კატასტროფა ნატო-ს წყალქვეშა ნავთან შეჯახების შედეგად განიცადა, – ამის შესახებ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ვიაჩესლავ პოპოვმა განაცხადა.

რუსი ადმირალის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წყალქვეშა ნავი „კურსკის“ გადაადგილების ზონაში იმყოფებოდა და უკან მიჰყვებოდა, რომელიც „კურსკსთან“ ძალიან ახლოს მივიდა ან „კურსკის“ მანევრმა კონტაქტის დაკარგვა გამოიწვია.

„მე ვიცი მისი სახელი 90 პროცენტის ალბათობით, მაგრამ საჯაროდ რომ დაასახელო, უნდა გქონდეს მტკიცებულებები და წარადგინო. მე ეს არ შემიძლია, მაგრამ ნატო-ს წყალქვეშა ნავი იყო. ის იქ იყო, იმ მხარეში, სადაც კურსკს შეეჯახა“, – განაცხადა ვიაჩესლავ პოპოვმა.

ოფიციალური ვერსიით „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში სევერომორსკიდან 175 კილომეტრში, 108 მეტრის სიღრმეზე, ბორტზე ტორპედოს აფეთქების და შემდგომ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ჩაიძირა. ჩრდილოეთ ფლოტის წვრთნებში მონაწილე წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close