პოლიტიკა

დემოკრატიის სამიტზე ჩვენი ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი – ღარიბაშვილი

საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან

საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევი ქალბატონ პრეზიდენტის სახელზე და ჩვენი გადაწყვეტილებით ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1-2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალში დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას.

„დავით ზალკალიანი იმყოფებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში ძალიან წარმატებულად ჩატარდა. ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების სამიტისთვის, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს, სავარაუდოდ, ბრიუსელში. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის შესახებ. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის, რომელიც 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და მე მივიღებ მონაწილეობას. ამას გარდა, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევი ქალბატონ პრეზიდენტის სახელზე და ჩვენი გადაწყვეტილებით ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა 1-2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო, სადაც წარმოდგენილი ვიქნებით დავით ზალკალიანის სახით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close