საზოგადოება

კორონავირუსი კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა – ინფიცირებულია ხუთი მოსწავლე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა, დღეიდან 22 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავრუსის მართვის საკოორდინაციო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კოვიდ-19“ ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან სამი მეცხრე კლასის მოსწავლეა, დანარჩენი ორი კი მეოთხე და მეხუთე კლასელია.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ის ადამიანები, რომლებიც ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხშირად არღვევენ წესებს და დადიან გარეთ, რაც დაუშვებელია, ზრდის ვირუსით ინფიცირების რისკებს ზრდის. თითოეულ ველისციხელს მოვუწოდებ, დაიცვას თვითიზოლაციის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე მიღებული იქნება მკაცრი ზომები“, – განაცხადა შიოშვილმა.

ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close