პოლიტიკა

გვირაბები და გასაქცევი ვისაც ჰქონდა, იმათ მოიკითხონ -კალაძე ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გათხრას უარყოფს

თბილისის მერი გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბოტანიკურ ბაღში გვირაბი ითხრება. კახა კალაძის თქმით, ეს ძალიან დიდი ტყუილია, რომლის გავრცელებაც არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

„დღეს გვაქვს ძალიან მოწესრიგებული, ძალიან მაგარი სივრცე და ამ ყველაფრის ფონზე ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, რაღაც გვირაბის პროექტი განხორციელდა. ჩვენ არ გვიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში ამ სიცრუეების ტირაჟირება და ცილისწამება. მით უმეტეს, არჩევნები ახლოვდება და შეიძლება ბევრი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირი გვირაბის პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. განხორციელდა ძალიან მაგარი პროექტი და ყველა, ვინც ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით, დარწმუნებული ვარ, შთაბეჭდილების ქვეშ იქნება. გვირაბები და გასაქცევი ვისაც ჰქონდა, ეს იმათ მოიკითხონ, ჩვენ არანაირად არ გვჭირდება არც გვირაბები და არც გასაქცევად გვაქვს საქმე. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close