სხვადასხვა

ჯორჯ ბუში და „მისი“ პუტინი – ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი გატაცებები

ბევრმა არ იცის, რომ ზოგი ცნობილი პოლიტიკოსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ფერწერით არის გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნამუშევრების უმეტესობა მკაცრი კრიტიკისა და განსჯის ობიექტი გახდა, ბევრი შეიძლება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში იხილოთ. 2019 წელს ერთ-ერთ აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ნამუშევრებს მყიდველი არ გამოუჩნდა, თუმცა წლების წინ მათ დიდი ხალისით იძენდნენ როგორც რუსი, ისე ებრაელი კოლექციონერები.

  1. ჯორჯ ბუში უმცროსი

ბევრი ხუმრობით აღნიშნავს, რომ როცა თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურად ცნობილმა პოლიტიკოსმა იარაღის ქნევას თავი დაანება და ხელში ფუნჯი აიღო, მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა.

Джордж Буш-младший пишет портрет. \ Фото: edition.cnn.com.

რამდენიმე წლის წინ, როცა ჰაკერებმა ყოფილი პრეზიდენტის ნათესავის  ფოსტა გატეხეს, ინტერნეტში გამოჩნდა ჯორჯ ბუშ უმცროსის ორი ავტოპორტრეტი. აქედან ერთ-ერთზე ბუში შხაპს იღებდა.

Портрет Владимира Путина. \ Фото: artranked.com.

მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ნახატებს მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ, თავის დროზე, მათ გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა. თავად ყოფილი პრეზიდენტიც არ მიიჩნევს თავს “დიდ მხატვრად”, თუმცა უკვე მოასწრო საკუთარი ნამუშევრების გამოფენა. გალერეაში ბუშის 24 სურათი გამოფინეს, მათ შორის ტონი ბლერის, ანგელა მერკელის, დალაი ლამას და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები.
ჯორჯ ბუშის ნახატებში მსოფლიოს ლიდერების ოცდაათზე მეტი პორტრეტია. მათი ნაწილი დალასში, ჯორჯ ბუშ-უმცროსის სახელობის მუზეუმში და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახება.

Джордж Буш-младший представил свой портрет Джей Лено, ведущему вечернего шоу, 2013 год. \ Фото: edition.cnn.com.

  1. პრინცი ჩარლზი

პრინცი ჩარლზი საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის ჰობის – ხატვას, თუმცა, როგორც გაირკვა, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამ გატაცების წყალობით თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული მხატვრების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდებოდა.

Принц Чарльз. \ Фото: artranked.com.

1997 წლიდან, საკუთარი ნამუშევრების ასლების გაყიდვებით, ჩარლზმა 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ცნობილია ისიც, რომ თანხას ის სრულად ქველმოქმედებას ახმარს.

Акварель с изображением замка Мэй, который когда-то был домом королевы-матери, 1986 год. \ Фото: google.com.ua.

აღსანიშნავია, რომ პრინცი მხოლოდ აკვარელში მუშაობს და არასოდეს ყიდის ორიგინალებს. თავის ჰობის ის საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

Акварель с изображением замка Балморал. \ Фото: yandex.ua.

3 ადოლფ ჰიტლერი

წიგნში “ჩემი ბრძოლა” ჰიტლერი აღგვიწერს თუ რამდენად ძლიერ უნდოდა ახალგაზრდობაში, რომ გამხდარიყო მხატვარი. თუმცა მისი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც ავტრიის დედაქალაქ ვენაში ჩასული ვენის სამხატვრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა.

Акварель приписывается Адольфу Гитлеру во время его пребывания в Вене (1911-1912 гг). \ Фото: youm7.com.

ის ორჯერ უარით გაისტუმრა აკადემიამ პირველად 1907 წელს და მეორედ 1908 წელს, ვინაიდან ინსტიტუტის კოლექტივი თვლიდა, რომ ადოლფი ბევრად უფრო ნიჭიერი იყო არქიტექტურაში, ვიდრე მხატვრობაში. შიკლგრუბერისთვის მხატვრობა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. ის თავის ნამუშევრებს ჰყიდდა კიდეც. ჰყიდდა ასევე საფოსტო ბარათებს, რომ გამოემუშავებინა საკუთარი ფული ვენაში ცხოვრების პერიოდში (1908-1913 წლებში).

Акварель Адольфа Гитлера, изображающая двор старой резиденции в Мюнхене. \ Фото: dailyartmagazine.com.

დიდი წარმატებისთვის მხატვრობაში არასოდეს მიუღწევია და 25 წლის ასაკში სერიოზულად დაინტერესდა პოლიტიკით. ამ ნახატების დათვალიერებისას ძალიან რთულია იფიქროთ, რომ ისინი დახატულია ადამიანის მიერ, რომელიც იყო მასობრივი მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი. როგორც ჩანს საკმაოდ რთულმა ცხოვრებამ და ზედმეტად დიდმა პატრიოტიზმმა, ასევე შეთქმულების თეორიების აყოლამ ის ტოტალიტარულად მოაზროვნედ და მოქმედ ადამიანად აქცია.

Акварель 1914 года, подписанная Адольфом Гитлером, изображающая Замок Нойшванштайн в Баварии. \ Фото: ekonomskevesti.com.

  1. უინსტონ ჩერჩილი

ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეა. პოლიტიკური ბატალიების დიდოსტატი ხელოვნების ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. არაჩვეულებრივად ხატავდა და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობაც დატოვა. ორი მსოფლიო ომის მონაწილეს და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს 1956 წელს ნობელის პრემია სწორედ ლიტერატურის დარგში მიანიჭეს.
2016 წელს ინგლისში უინსტონ ჩერჩილის ზეთით შესრულებული ნახატები გამოიფინა. ისინი 237 000-დან 711 ათას ევრომდე არის შეფასებული, თუმცა, ელოდებიან, რომ აუქციონზე ბევრად მეტ თანხად გაიყიდება. თავისი ცხოვრების მანძილზე ჩერჩილმა სულ 500 ნახატი შექმნა. ყველაზე ძვირად გაიყიდა “The Goldfish Pool at Chartwell” – 2, 1 მილიონ ევროდ. ცნობისთვის ჩერჩილმა ხატვა 52 წლის ასაკში დაიწყო.

Черчилль нарисовал сцену озера в Норфолке яркими красками, вдохновлёнными импрессионистами, такими как Моне, где-то в 1930-х годах. \ Фото: nationalchurchillmuseum.org.

Сэр Уинстон Черчилль, пляж в Уолмере, 1938 г. (Частная коллекция). \ Фото: bbs.wenxuecity.com.

Черчилль написал эту картину под названием Зубчатые стены Каркассона где-то в 1930-х годах. \ Фото: smithsonianmag.com.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close