მსოფლიო

კოპერფილდის საიდუმლო – სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ილუზიონისტი? (ფოტოკოლაჟი)

გუშინ, 16 სექტემბერს ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი 64 წლის გახდა. 90-იან წლებში მისი სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდა. ის ადამიანებს ისეთი მასშტაბური ტრიუკებით აოცებდა, რომლის მსგავსი არავის, არასოდეს უნახავს. კოპერფილდმა, რომელიც ყოველთვიურად, 50-ზე მეტ წარმოდგენას დგამდა, მიაღწია იმას, რაზეც ბევრი ოცნებას ვერ ბედავდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ილუზიონისტად იქცა. სად გაქრა ადამიანი, რომელმაც გააქრო თავისუფლების ქანდაკება, თვითმფრინავი და მატარებელი და ხომ არ არის ეს გაუჩინარება მისი მორიგი ტრიუკი, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

Дэвид Копперфильд в детстве | Фото: stuki-druki.com

მისი ნამდვილი სახელია დევიდ სეტ კოტკინი გახლავთ, ხოლო კოპერფილდი მისი სცენიური ფსევდონიმია, რომელიც ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებიდან აიღო. დევიდი ნიუ-ჯერსიში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდან გატაცებული იყო ფოკუსებით და თავის პირველ წარმოდგენებს ადგილობრივი სინაგოგის ეზოში დგამდა.

Дэвид Копперфильд в юности | Фото: easy9.ru
დევიდის პირველი მასწავლებელი ბაბუა იყო, რომელიც შვილიშვილს ბანქოს ფოკუსებით ხშირად ართობდა. 12 წლის ასაკში დევიდის არსენალში საკმაოდ ბევრი ტრიუკი იყო იმისთვის, რომ „ამერიკის მაგების საზოგადოებაში“ მიეღოთ.

Иллюзионист, который удивлял своими трюками весь мир | Фото: easy9.ru

დევიდ კოპერფილდი სცენაზე პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა, როცა მიუზიკლში „ჯადოქარი“ მთავარი როლი შეასრულა. თეატრმა ახალგაზრდა ილუზიონისტი თეატრმა იმდენად გაიტაცა, რომ რეპეტიციების გამო, უნივერსიტეტში სწავლაც კი მიატოვა. რამდენიმე წლის შემდეგ დევიდმა ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო, სადაც საავტორო პროგრამას  „დევიდ კოპერფილდის მაგია“ უძღვებოდა.

Дэвид Копперфильд в юности | Фото: easy9.ru

1980-იან წლებში დევიდმა დაიწყო მუშაობა მასშტაბური ილუზიების შექმნაზე, რომლებიც მაყურებელს აიძულებდა ეკრანისთვის თვალი სუნთქვაშეკრულს ედევნებინა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა თვითმფრინავის გაქრობის ტრიუკი. ამის შემდეგ ილუზიონისტმა გაოგნებული მაყურებლის თვალწინ თავისუფლების ქანდაკება და „აღმოსავლეთის ექსპრესი“ გააქრო, დიდ ჩინურ კედელში გაიარა და კიდევ 100-ზე მეტი სხვადასხვა ტრიუკი შეასრულა.

Иллюзионист в юности | Фото: musthaveforyou.mediasole.ru

კოპერფილდის წარმოდგენებზე 300-მდე ადამიანი მუშაობდა, აქედან 80-მდე ინჟინერი გახლდათ.

1990-იან წლებში დევიდ კოპერფილდი თვეში 50 წარმოდგენას ატარებდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანად აღიარეს. კოპერფილდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც არტისტი, რომლის წარმოდგენებზე ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა. თავისი წარმოდგენებით კოპერფილდმა 4 მილიარდი დოლარის შემოსვალი მიიღო და ყველა დროის უმდიდრეს ილუზიონისტად იქცა.

Иллюзионист, который удивлял своими трюками весь мир | Фото: anime-net.ru

კოპერფილდი პუბლიკას მხოლოდ თავისი ტრიუკებით არ აოცებდა. 90-იან წლებში მან მსოფლიოს ყურადღება სუპერმოდელ კლაუდია შიფერთან რომანით მიიქცია.

Клаудия Шиффер и Дэвид Копперфильд | Фото: anime-net.ru

6 წლის მანძილზე ილუზიონისტი და სუპერმოდელი საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნე და კამერების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ. ეს გრძელდებოდა მანამ სანამ პრესაში შეთანხმების ტექსტი არ გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, სუპერმოდელი ვალდებულებას იღებდა, რომ საზოგადოების წინაშე კოპერფილდის საცოლის ამპლუაში წარმდგარიყო,რისთვისაც ილუზიონისტისგან ყოველთვიურად, სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა. სკანდალური „რომანის“ წყალობით, კოპერფილდის პოპულარობა უფრო გაიზარდა. წყვილი დიდხანს ამტკიცებდა, რომ მედიაში გამოქვეყნებული დოკუმენტი ყალბია, თუმცა 1999 წელს მოდელი და ილუზიონისტი ოფიციალურად დაცილდნენ.

Клаудия Шиффер и Дэвид Копперфильд | Фото: anime-net.ru

Клаудия Шиффер и Дэвид Копперфильд | Фото: easy9.ru

21-ე საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ილუზიონისტს საზოგადოების გაოცება აღარაფრით შეუძლია. ყველაზე ცნობილი ტრიუკების საიდუმლო უკვე ამოხსნილია: „კოპერფილდის მაგიის“ მამხილებლები ყვებოდნენ როოოგორ ატყუებდა ილუზიონისტი საზოგადოებას. მაგალითად, ტრიუკი, რომელმაც თავისუფლების ქანდაკება „გააქრო“ სხვა არაფერიიყო თუ არა განათებით მანიპულირება: ტრიუკის დროს, რომელიც ღამით ჩატარდა, ძეგლის გარშემო განათება მთლიანად გათიშეს და პროჟექტორები მაყურებლის მხარეს მიმართეს. ჰაერში მონარნარე კოპერფილდის ლევიტაციის სასწაული კი ძალიან წვრილი და მყარი თოკებით აიხსნა.

Иллюзионист, который удивлял своими трюками весь мир | Фото: musthaveforyou.mediasole.ru

მხილებათა წყებამ და ახალი, მასშტაბური ტრიუკების არარსებობამ დევიდ კოპერფილდის რეპუტაციას აუნაზღაურებელი დარტყმა მიაყენა და მის შესახებ ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა. ილუზიონისტის სახელი პერიოდულად ისევ ჩნდებოდა გაზეთების ფურცლებზე, თუმცა მხოლოდ მორიგი მხილების ან სასამართლო პროცესის გამო.

Один из самых известных и самых успешных в мире иллюзионистов Дэвид Копперфильд | Фото: anime-net.ru
ადამიანების გაქრობის ტრიუკში მონაწილე 13 მოხალისედან ერთ-ერთმა კოპერფილდს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ტრიუკის შესრულების დროს ტრამვა მიიღო. სასამართლო პროცსის მიმდინარეობის დროს ილუზიონისტრს ფოკუსის საიდუმლოს გამხელა მოუწია. როგორც გაირკვა, მოხალისეები არ ქრებოდნენ. ისინი ილუზიონისტის ასისტენტებს ბნელი დერეფნის საშუალებით სამზარეულოში გაჰყავდათ, შემდეგ კი უკან აბრუნებდნენ. ამ„მოგზაურობის“ დროს, ერთ-ერთმა მოხალისემ სიბნელეში ტრამვა მიიღო და გადაწყვიტა ილუზისტისთვის პასუხი მოეთხოვა.

Иллюзионист, который удивлял своими трюками весь мир | Фото: easy9.ru

საბოლოოდ, ეს შემთხვევა კოპერფილდის ფინანსურ მდგომარეობაზე ნაკლებად აისახა – მისი შემოსავლის ძირითად წყაროს ტრიუკები დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. რამდენიმე წარმატებული ფინანსური ოპერაციის შედეგად, ილუზიონისტი ტროპიკულ კუნძულებზე ანტიკვარული  ქონებისა და კოლექციების მფლობელი გახდა, რომელსაც იჯარით გასცემს. ამის გარდა, ცნობილ ავტორებთან ერთად, დევიდმა რამდენიმე წიგნი გამოსცა და ილუზიების მუზეუმი გახსნა.

Знаменитый иллюзионист Дэвид Копперфильд | Фото: stuki-druki.com

კოპერფილდი თავის პირად ცხოვრებას საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისევ მოდელს, ამჯერად, 31 წლით უმცროს ქლოი გოსელინს ხვდება. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი შეეძინა.

Дэвид Копперфильд и Хлоя Госселин | Фото: weekend.rambler.ru

დევიდს ნიუ-იორკის ცენტრში ოთხსართულიანი სახლი აქვს, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ერთად, საკუთარ კუნძულზე ატარებს. იშვიათად, ილუზიონისტი ლას-ვეგასში წარმოდგენებს მართავს ან რომელიმე სატელევიზიო თოქ-შოუში გამოდის.

Дэвид Копперфильд и Хлоя Госселин | Фото: musthaveforyou.mediasole.ru

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close