მსოფლიო

ვირუსი 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა – ჩინეთიდან გაქცეული ვირუსოლოგის სკანდალური მოხსენება

ჩინელმა ვირუსოლოგმა, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ამბობს, რომ მისი მოსაზრება მტკიცდება.

ლი-მენგ იანი, რომელიც მეცნიერ-მკვლევარი იყო ჰონკონგის ჯანდაცვის საჯარო სკოლაში, აცხადებს, რომ ვირუსი გენეტიკური ნივთიერებისა და ორი ღამურის შერწყმის შედეგად შეიქმნა.

ვირუსულოგი აცხადებს, რომ ძლიერი ცილა – ვირუსის ზედაპირზე არსებული სტრუქტურა, რომელსაც უჯრედების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ, დაარედაქტირეს და შეცვალეს იმისათვის, რათა მომხდარიყო ვირუსის ნაწილაკების ადამიანის უჯრედებთან მარტივი და სწრაფი დაკავშირება.

ჩინელმა ვირუსულოგმა თავისი მოსაზრება ევროპის ატომური კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც იგი აცხადებს, რომ ვირუსი 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა და მას სპეციალურად ინახავდნენ ლაბორატორიაში არსებულ ღამურების ორგანიზმში.

მისი თქმით, როდესაც მან საზოგადოებისთვის დაიწყო შეტყობინება არსებული რეალობის შესახებ და უხსნიდა ხალხს, რომ ეს არა ბუნებრივი ვირუსი, არამედ ლაბორატორიაში შექმნილი ინფექცია იყო, მუქარის წერილები მიიღო, სადაც მას უთვლიდნენ, რომ იგი ამ ინფორმაციის გავრცელების გამო შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მან მალევე დატოვა ჩინეთი, რის შემდეგაც ამერიკიდან დაიწყო იმ ფაქტებსა და თეორიებზე საუბარი, რომელთა თანახმად ვირუსის შექმნის კვალს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობამდე მივყავართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მტკიცებულებებისა და ხელშესახები ფაქტების არქონის გამო, მის შეხედულებას ამ დრომდე კრიტიკულად აფასებენ აშშ-ის სამეცნიერო წრეები და მას შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ვერსიად სახავენ.

წყარო: info9.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close