სამართალი

კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან

კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

ოფისში შესვლამდე მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა კომპანიის დირექტორმა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მანამდე კი, კომპანიის დირექტორმა მიმართვაც გაავრცელა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close