Slider

„მჯერა, რომ ქრთამი არ აგიღიათ, მაგრამ თქვენი პროკურორობის დროს ადამიანებს აკვანში უწყობდით იარაღს“ – სოფიო ხორგუანი მურთაზ ზოდელავას (ვიდეო)

სოფიო ხორგუანი სტუმრად “ტელეკომპანია პირველის“ ეთერში – დებატები მურთაზ ზოდელავასთან.

„მე ვფიქრობ, რომ თქვენს სისხლის სამარეთლის კარგი სპეციალისტი ხართ და მჯერა, რომ ქრთამი არ აგიღიათ, მაგრამ თქვენ მთავარი პროკურორი იყავით მაშინ, მე ძალიან კარგად მახსოვს, მიმართვაც კი გავაკეთე და ვთქვი, რომ თუ სახელმწიფოს და ქვეყანას სჭირდება, მზად ვარ ვაღიარო ყველა არარსებული დანაშაული, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ნარკოტიკებსაც ვაღიარებდი, იარაღსაც და გრუს აგენტობასაც და მომავალში თუ ვინმე ჩაიდენდა, ყველა დანაშაულს იმიტომ, რომ თქვენი პროკურორობის დროს ადამიანებს აკვანში უწყობდით იარაღს. ჭაკუა იყო თქვენი მოხელე, მართლმსაჯულების სისტემაში თქვენი მთავარი რგოლი იყო პენიტენციური სისტემა იმიტომ, რომ პროკურატირა გადაწაყვეტილებებს ძალადობის შედეგად იღებდა, სასამართლო არ ყოფილა თქვენი მთავარი რგოლი. ევროპის სასამართლომ ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის გადახდა დაგვაკისრა, იმიტომ, რომ თქვენ ძალადობდით“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

#სოფიოხორგუანი #პოლიტიკოსი #მეტიქალიპოლიტიკაში

? სოფიო ხორგუანი სტუმრად "ტელეკომპანია პირველის“ ეთერში – დებატები მურთაზ ზოდელავასთან? დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ოპოზიციაც და პოზიციაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამომრჩევლებს აგულიანებენ? „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიიდან რამდენიმე, ვისაც ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, რომ თავის საქმეში პროფესიონალები არიან. მაგალითად, კახა კახიშვილი და დავით სერგეენკო? დღევანდელი მოცემულობით „ქართულ ოცნებას“ მოგება არ გაუჭირდება, ეს ბოლო კვლევებმაც აჩვენა, ხვალ რა იქნება და როგორი საარჩევნო სტრატეგია ექნებათ, არ ვიცი…#სოფიოხორგუანი #პოლიტიკოსი #მეტიქალიპოლიტიკაში

Posted by Sophia Khorguani/სოფიო ხორგუანი on ორშაბათი, 20 ივლისი, 2020

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close