მსოფლიო

კოვიდ-ინფიცირებული სანტას ვიზიტის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში 18 პაციენტი გარდაიცვალა

ბელგიაში, მოხუცთა თავშესაფრის 18 პაციენტი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული სანტა კლაუსი იმყოფებოდა. სულ  სანტა კლაუსის ვიზიტის შედეგად თავშესაფარში 121 პაციენტი და 36 მუშა დაინფიცირდა – იუწყება Daily Mail.

განგაში მას შემდეგ დაიწყო, რაც სანტას როლის შემსრულებელ მსახიობს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ღონისძიებაზე სიფრთხილის ზომები დაცული  არ იყო – ნიღაბი ყველას არ ეკეთა და დისტანცია დაცული არ ყოფილა.

ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ვირუსოლოგი, მარკ ვან რანსტი ვარაუდობს, რომ ერთი მსახიობი ამდენი ადამიანის დაინფიცირებას ვერ შეძლებდა.  მისი აზრით, მასიური ინფექციის მიზეზი ოთახის ცუდი ვენტილაცია გახდა.

მანამდე ჰონგ კონგის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა 70 პროცენტი საერთოდ არ გადასცემს ინფექციას. ინფიცირების შემთხვევათა 80 პროცენტი 20 პროცენტი სუპერ გამავრცელებლების „დამსახურებაა“.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close