სხვადასხვა

ორმაგი რქები, ორმაგი სიჯიუტე – მსოფლიოში ცნობილი „ხარები“

რა საერთი აქვთ ჩარლი ჩაპლინს, სადამ ჰუსეინს, მარგარეტ ტეტჩერს და პრინცესა დიანა? – ეს ადამიანები ხარის წელში დაიბადნენ.

ჰანს კრისტიან ანდერსენი, რიჩარდ ლომგული, დანტე ალიგიერი, ვასკო და გამა, ნაპოლეონ ბონაპარტი, ადოლფ ჰიტლერი, სანდრო ბოტიჩელი, უოლტ დისნეი, იოჰან სებასტიან ბახი, ვინსენტ ვან გოგა, რადიარდ კიპლინგი, ჩარლი ჩაპლინი, სადამ ჰუსეინი, კარლოს კასტანედა, ერლ სტენლი გარდნერი, ანა ახმატოვა, რიჩარდ გირი, ჯიმ კერი, მარგარეტ ტეტჩერი, პრინცესა დიანა, ვლადიმერ ვისოცკი.

ასტროლოგიური ხარი, ისევე როგორც მისი პროტოტიპი ცხოველთა სამყაროში, თავისი ძალით და თავდაჭერილობით გამოირჩევა. „ხარებს“ განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობა, ლოგიკური აზროვნების უნარი და ინტელექტი აქვთ. ხშირად ხარი მომთმენი, ჩუმი, თავშეკავებული, ზომიერი ადამიანის ნიღბის უკან მალავს თავის რეალურ ბუნებას. ხარები ადვილად იმსახურებენ ადამიანების სიმპათიასა და კეთილგანწყობას. რაც მათ საშუალებას აძლევთ, საზოგადოებაში საჭირო და მოთხოვნადი ფიგურის როლი დაიმკვიდრონ

ხარი იშვითად გამოდის წყობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ მართლა გაბრაზდა, მისი რისხვა განურჩევლობაში გადადის და არავის დაინდობს. ბუნებით მეთოდურ, მოაზროვნე ხარს არ უყვარს, როცა ვინმე მის მიერ დასახული გეგმების შესრულებას საფრთხეს უქმნის და წინ ეღობება.

ხარისთვის უმთავრესია ოჯახი. სწორედ ოჯახის შექმნის მერე აღწევენ ეს ადამიანები, შესამჩნევ აღმასვლას ცხოვრებაში. ხარი საიმედო, მზრუნველი და სტაბილური მეუღლეა, თუმცა, განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით.

ამ წელს დაბადებული ადამიანები, არიან ოჯახის ბურჯები და ჭეშმარიტი დიასახლის-მამასახლისები. თუმცა, ოჯახის წევრებისგანაც, უპირობო მორჩილებას მოითხოვენ, რაც არცთუ იშვიათად ხდება მათთვის პრობლემების შექმნის საბაბი, საკუთარ თავისუფლებისმოყვარე ნაშიერებთან დამოკიდებულებაში.

ხარმა მსოფლიო ლიტერატურას ისეთი გენიოსები აჩუქა, როგორებიც არიან დანტე ალიგიერი, უილიამ ბლეიკი, რადიარდ კიპლინგი, ალექსეი ტოლსტოი, ჯოვანი ბოკაჩო, ჰანს კრისტიან ანდერსენი, ჰერმან ჰესე, რომენ როლანი და სხვა.

ხარებს ხატვაშიც ძლიერი პოზიციები უკავიათ:   ოგიუსტ რენუარი, არხიფ კუინძი, სანდრო ბოტიჩელი, ვინსენტ ვან გოგი, პიტერ პაულ რუბენსი, ივან აივაზოვსკი და ვალენტინ სეროვი სწორედ ხარის წელს დაიბადნენ.

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ხარის წელს დაბადებულ ქალებს რკინის ნებისყოფა აქვთ. მაგალითად ასახელებენ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს. „რკინის ქალბატონები” ისტორიული მაგალითებია მარკიზა დე პომპადური, ბურგუნდიელი მარია, მარგარიტა ვალოსი, დედოფალი ანა ავსტრიელი და ა.შ.

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ხარების უმეტესობა გამოირჩევა შეუპოვრობითა და შრომისმოყვარეობით. ეს თვისებები მათ საშუალებას აძლევს წარმატებული იყვნენ თითქმის ყველა სფეროში. ხარებს შორის ბევრი ცნობილი მსახიობი და მომღერალია: ჯეკ ნიკოლსონი, დასტინ ჰოფმანი, მილენ ფერმერი, მერილ სტრიპი, რიჩარდ გირი, ედი მერფი და სხვა.

ვერძი ხარი

მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა. იგი არასოდეს ეკითხება რჩევას გარშემო მყოფებს და როგორც წესი, ცხოვრებაში ყველაფერს, საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს. მას უსაზღვრო თვითრწმენა და შრომისმოყვარეობა გააჩნია, რაც ეხმარება კიდეც იმაში, რომ დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწიოს.

კურო ხარი

მგრძნობიარე, მზრუნველ და მოსიყვარულე კურო-ხარს სხვა ხარებისგან შედარებით ნაკლები სიჯიუტე და ლოიალურობა გამოარჩევს. იგი ძალიან რომანტიული და სექსუალური ნატურაა. თუმცა, ხასიათის ამ თვისებებს, მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ავლენს. კურო-ხარს ძალიან აღიზიანებს გაურკვევლობა, ამიტომ, თუ მასთან ურთიერთობა გინდათ, ყოველთვის შეიტანეთ კონკრეტიკა თქვენს ქმედებებში.

ტყუპები ხარი

განსაკუთრებული ტყუპია, ეს იმიტომ რომ მასში ხარისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობის გრძნობა სჭარბობს ტყუპების უპასუხისმგებლობას. ამ ადამიანმა იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა ნებისმიერთან. ამასთან ერთად, ყოველთვის ერიდება საქმეში გადამეტებული ინიციატივის გამოჩენას. თუმცა, სამუშაოს რომელსაც მას დააკისრებენ, უნაკლოდ ასრულებს.

კირჩხიბი ხარი

ერთი შეხედვით მშვიდი და რბილი კირჩხიბი-ხარი, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მძაფრად განიცდის და შეუძლია თანამოსაუბრე, საკმაოდ მწარე ენითაც კი გააკვირვოს. ამ ადამიანის სულიერი წონასწორობა მთლიანად დამოკიდებულია ოჯახურ გარემოცვასა და ახლობლებზე. მათ უმრავლესობას კარგად განვითარებული ინტუიცია გააჩნია და იშვიათად ეშლება ადამიანების გამოცნობა.

ლომი ხარი

ამ ადამიანს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან გარშემო მყოფები. მის ხასიათში ერთმანეთს კარგად ერწყმის, ლომის გრაციოზულობა და ხარის სოლიდური იმიჯი. იგი ყოველთვის ახერხებს დაიკავოს მაღალი თანამდებობა ან უბრალოდ იყოს პატივსაცემი პიროვნება, რომელსაც ყველა მიმართავს რჩევისა და დახმარებისთვის.

ქალწული ხარი

შრომისმოყვარე, კონსერვატორი და გაწონასწორებული ქალწული ხარი, ქონებასა და ადამიანებს ვისაც თავისად მოიაზრებს უჩვეულო შემართებით იცავს. იგი ადრეული ასაკიდან ეძებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში და არჩეულ პროფესიაში მთელი ცხოვრების მანძილზე სრულყოფს.

სასწორი ხარი

სასწორისა და ხარის თვისებები საუკეთესოდ ავსებს ერთმანეთს, რაც შედეგად გვაძლევს გაწონასწორებულ, დიპლომატიურ და ჭკვიან ადამიანს, რომელიც არასოდეს ცდილობს კონფლიქტის გაღვივებას გარშემო მყოფებთან და ყოველთვის გააჩნია უნარი, ნებისმიერი სირთულე ნერვიულობის გარეშე, აუღელვებლად გადალახოს.

მორიელი ხარი

გამორჩეულად აგრესიული, მიზანსწრაფული და უზომოდ ენერგიული მორიელი-ხარი, ყურადღებას საკუთარი პრინციპულობითა და გამძლეობით იპყრობს. ამ ადამიანის გადარწმუნება ან დაშინება უბრალოდ შეუძლებელია. იგი გასაოცარი შემართებით მიიწევს წინ და როგორც წესი, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.

მშვილდოსანი ხარი

ხარის თვისებების გავლენით, ამ წელს დაბადებული მშვილდოსანი, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია. მას თითქმის არ ჰყავს ცხოვრებაში მოშურნე ან მტერი, იმიტომ რომ, მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში საქმე კომპრომისით მოაგვაროს და ყველასთან მშვიდობიანი დამოკიდებულება იქონიოს.

თხის რქა ხარი

ორმაგი რქები, ორმაგი სიჯიუტე, ორმაგი შრომისმოყვარეობა. ხარი–თხის რქა, გამოკვეთილი კარიერისტია. მან ზუსტად იცის რომ მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ მწვერვალზეა. აქედან გამომდინარე, ენერგიას არ დაიშურებს საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. მას შეუძლია წლების მანძილზეც კი ორმაგი დატვირთვით იმუშაოს, მანამ სანამ სასურველ თანამდებობასა და მატერიალურ კეთილდღეობას არ მოიპოვებს.

მერწყული ხარი

შემოქმედებითი, ნოვატორული შეხედულებების მქონე უზომოდ კრეატიული მერწყული-ხარი, ყოველთვის ცდილობს საკუთარი ძალები ფუჭად არასოდეს დახარჯოს. მას ძალზე ოსტატურად ეხერხება თანამოაზრეების მონახვა და მათი საშუალებით, ნებისმიერი საქმისთვის თავის გართმევა.

თევზები ხარი

გულჩვილი და ემოციური თევზი-ხარი, მძაფრად რეაგირებს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. აქედან გამომდინარე, იგი ნებისმიერ წყენას იმახსოვრებს ხანგრძლივი დროის მანძილზე და წლების შემდეგაც კი ცდილობს, ჭკუა ასწავლოს შეურაცხმყოფელს.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close