საზოგადოება

კახი კავსაძესთან შეინიშნება დადებითი დინამიკა, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, გაუმჯობესებული სუნთქვის პარამეტრებიც.

„კახი კავსაძე შემოიყვანეს გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე. მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია. მინდა, გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ბატონ კახისთან ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ. ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა შეინიშნება. ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებ, რომ ჩატარებული ღონისძიებები და ის, რაც მომავალში ჩაუტარდება, გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close