საზოგადოება

წავიდნენ და ასე, ხელსახოცში გადანახული ტავეგილი მომიტანეს – დაკეტილ აფთიაქთან მდგარ მოქალაქეს პოლიციელმა წამალი სახლიდან მოუტანა

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ ჩვენი უამრავი თანამოქალაქე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სოციალური ქსელის მომხმარებელი ვერა ცნობილაძე ზესტაფონში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, როცა

„ზესტაფონში ვარ. ჩემს დისშვილს ალერგია დაეწყო და სასწრაფოდ მომიწია აფთიაქში წასვლა 21:35ზე. (საბედნიეროდ საშვი მაქვს). ყველა ქსელური აფთიაქი დაკეტილი დამხვდა ჩემდა გასაკვირა. როგორ შეიძლება ყველა აფთიაქის დაკეტვა ,რაც არ უნდა კომენდანტი იყოს. ერთი აფთიაქი მაინც უნდა მორიგეობდეს ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. პოლიციის მანქანა გავაჩერე, ვკითხე სადმე ღია აფთიაქს თუ ვიპოვიდი და გავუზიარე ჩემი გასაჭირი. სამწუხაროდ, ყველა აფთიაქი დაკეტილიაო დამიდასტურეს. ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა სახლში გადარეკა, მოიკითხა ალერგიის წამალი თუ გვაქვსო. გვქონიაო მომახარა. მე ეხლა წავალ და მოგიტანო აქ დამელოდეო. წავიდნენ და სადღაც 5-6 წუთში მომიტანა ასე ხელსახოცში გადანახული ტავეგილი. უღრმესი მადლობა პოლიციის ამ ორ უკეთილეს ოფიცერს. თქვენ არამარტო დახმარება გამიწიეთ, არამედ გამახსენეთ, რომ სიკეთე კვლავ არსებობს დედამიწაზე. სახელი და გვარები არ მითხრეს, მაგრამ ზესტაფონი პატარაა მოგეხსენებათ და ვერავინ “დაიმალება”:) – წერს ვერა ცნობილაძე.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: შიგნით

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close