საზოგადოება

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. არასტაბილურია ჰემოდინამიკა, არის სეფსისი, სეფტიური შოკი“, – ამბობენ კლინიკაში.

ყოფილი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში 23 ნოემბერს მოათავსეს.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს, რის გამოც, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close