მსოფლიო

კანადაში უცნობი დაავადების აფეთქება დაფიქსირდა

ექიმებმა კანადის პროვინცია ნიუ – ბრუნსვიკში უცნობი დაავადების შემთხვევები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ქვეყანაში უცნობი ნევროლოგიური აშლილობების მქონე პირველი პაციენტები  ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ დღეისთვის შემთხვევების რიცხვი ორმოცდაათამდე გაიზარდა. აქედან ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დაავადების გამოჩენიდან დღემდე ნიუ – ბრუნსვიკის მხოლოდ ორ სანაპირო ზონაში მცხოვრები ადამიანები დაავადდნენ.

უცნობი დაავადების სიმპტომებია სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და სხვადასხვა ფსიქიატრიული გადახრაა. პაციენტები  უძილობას და მოტორული და ვიზუალური ფუნქციების დაქვეითებას უჩივიან. ექიმებს დაავადების კლასიფიკაცია უჭირთ, რადგან ყოველ ჯერზე ახალ სიმპტომებს აწყდებიან.

ექიმებს კითხვებზე პასუხი ვერც გარდაცვლილთა გაკვეთამ მისცა. დაავადების წარმოშობის მთავარ ვერსიებად ნეიროტოქსინებით მოწამვლა ითვლება, რომელიც მთელ რიგ წყალმცენარეებში, თევზებსა და მოლუსკებში გვხვდება. ამ დროისთვის ექიმები აღწერენ დაავადებას, როგორც “ნიუ – ბრუნსვიკის უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიური სინდრომი”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close