Sliderპოლიტიკა

კალაძე: „გაუგებარია გიორგი გახარიას ქმედებები” გახარია: “ზოგიერთები დღეს რომ რაღაცას ტლიკინებენ, მე არ მინდა ამას მივცე კამპანიური ხასიათი”

“კი გამიკვირდა რა ჯანსაღი ცხოვრების წესი, გამოდის, რაღაცებს იმას შვრება კახა, შემოაგდო ეს თემა და მერე გაიპარა იქედან. ” – განაცხადა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის თემაზე კომენტარის გაკეთებისას.

მე, ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკებთან ცხოვრებაში არანაირი კავშირი არ მქონია, საერთოდ… ამათ ჰგონიათ, რომ ადამიანები სულელები არიან და ტვინში ჩაუდებენ რაღაც რეფლექსებს.

მე არ ვიცი ჩემი წარსულიდან გამომდინარე თუ რის გამო, ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა უბრალოდ, არ მოხვიდე, თორემ ამოგვარდება ნარკოტიკიო. ვერ დავიჯერე.  კიდევ კარგი, რომ გამაფრთხილა, ამას მერე მოყვა მთელი რიგ ინფორმაციები, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი, რა ხაზებით უნდა შემოსულიყო და ასე…

ზოგიერთები დღეს რომ რაღაცას ტლიკინებენ, მე არ მინდა ამას მივცე კამპანიური ხასიათი” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველზე.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

„გაუგებარია გიორგი გახარიას ქმედებები ამ ჩემს უწყინარ წამოწყებასთან დაკავშირებით. ეს იყო პოზიტიური წამოწყება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უკავშირდება. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. აუცილებელი არაა ყველა სპორტსმენი გამოვიდეს, თუმცა ჯანსაღი ცხოვრება და ამის პოპულარიზაცია, საჭიროა. მეგონა, რომ პირველი გიორგი იქნებოდა, ვინც ამ ყველაფერში მხარს ამიბამდა, გამომყვებოდა. მაგრამ მისგან მივიღეთ გაუგებარი განცხადებები, გაუგებარ სიტუაციებში შესვლა. თავისი ქმედებებით და გადადგმული ნაბიჯებით ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა. არადა მარტივად შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტესტის თემასთან დაკავშირებით, დეტალებში შესვლას მეტად აღარ აპირებს, რადგან ახლა მისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანია და ქალაქის განვითარების ხედვაა: „ახლა საარჩევნო კამპანია გვაქვს, წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ქალაქის განვითარებაზე, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და არ მინდა ამ თემაზე მეტად დეტალებში შესვლა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც ჩემთვის გაუგებარია“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close