პოლიტიკა

“მარტიდან ოქტომბრამდე გიორგი გახარიამ ეფექტურად მართა კოვიდი” – კობახიძე

მარტიდან ოქტომბრამდე გიორგი გახარიამ ეფექტურად მართა კოვიდი და დღემდე მე ამ აზრზე ვარ, მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემს პოზიციას არ ვიცვლი და ვერ შევცვლი, იმიტომ რომ მგონია, რომ ასე იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ოქტომბერში გიორგი გახარიას გაექცა ვირუსი და ამან ჩვენ არჩევნებზეც დაგვაზიანა. არჩევნების შემდეგ გახარია გახდა სრულიად ინერტული, რამაც ხელახლა გამოიწვია ჩვენი შეშფოთება. მისი რეიტინგი იყო დაახლოებით 25% კოვიდამდე და კოვიდი როგორც კი დაიწყო, მარტის პირველივე რიცხვებში მისი რეიტინგი გაიზარდა 81%-მდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close