პოლიტიკა

“ამ ინფორმაციის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი” – გახარია ფარული ჩანაწერების შესახებ

სუს-იდან გამოჟონილ ფარული მოსმენების ფაილებთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროს მსგავსი დავალება არ გაუცია და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

დავალება თუ არ გამიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ ინფორმაციის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი. ვინ იყო ამ ინფორმაციის მომხმარებელი, ვის ინტერესებში აგროვებდნენ ამ ინფორმაციას, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა დაადგინონ, გარდა ამისა, რამდენად კანონიერად ეს ინფორმაცია მოიპოვებოდა, თუ ეს ინფორმაცია ავთენტურია და თქვენ ამბობთ, რომ ავთენტურია. იმ ნაწილში, რაც ავთენტურია, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close