მსოფლიო

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

ისრაელში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ათასობით ადამიანი ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბა. ისინი მთავრობის მეთაურის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მათი მტკიცებით, ნეთანიაჰუმ და მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლა არასათანადოდ წარმართა და ამიტომ, ისინი უნდა გადადგნენ.

ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქციები ისრაელში 2011 წელს გამართული მიტინგების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანია. თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქციებს ანარქისტები და მემარცხენეები მართავენ. ბოლო დღეებში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

ისრაელში მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები დროზე ადრე გააუქმა, რამაც „კოვიდ-19“-ის ხელახლა გავრცელებას შეუწყო ხელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close