საზოგადოება

სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – „თბილისი ენერჯი“

თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან „114“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს“,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას.

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე „114“ შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ერთ- ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდნენ. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა. კორპუსში მცხოვრებლები აფეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის“,- აცხადებენ კომპანიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close