მსოფლიო

ინდოეთში მწერებმა სკივრში შენახული ნახევარი მილიონი შეჭამეს

ინდოეთში, ანდჰრა პრადეშის შტატში, ტერმიტებმა ნახევარი მილიონი რუპია შეჭამეს, რომელსაც ფერმერი სკოვრში აგროვებდა – იუწყება Newsflare.

52 წლის ბიჯილი ჯამალაია ფულს რკინის ძველ სკივრში ინახავდა. მან ნახევარი მილიონი რუპიას შეგროვება მოახერხა, რომლის დახარჯვასაც სახლის მშენებლობაზე აპირებდა.

ჯამალაიამ სკივრში შემვძრალი ტერმიტები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც პროდუქტების შესაძენად ცოტაოდენი ფული დასჭირდა. მას სკივრი გახსნა და მწერები დაინახა, რომლებიც ფულის შეკვრებს დაუნდობლად ხრავდნენ. გაოგნებულმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ კუპიურებს დიდი ხვრელები ჰქონდა და გამოყენებისთვის უვარგისი იყო. მამაკაცი პოლიციაში მივიდა და მომხდარის შესახებ განაცხადა. მას დახმარება აღუთქვეს.

2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთში თხებმა სახლის ასაშენებლად შენახული ფული შეჭამეს.

Картинки по запросу "Насекомые забрались в сундук и съели полмиллиона"

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close